20 აპრილი 2024,   17:48
ვრცლად
ვაშინგტონმა ოლეგ დერიპასკას კომპანიებს სანქციები მოუხსნა

ვაშინგტონმა ოლეგ დერიპასკას კომპანიებს სანქციები მოუხსნა. რუსი ოლიგარქის კომპანიები შეზღუდვების სიიდან ამოღებას დემოკრატი კონგრესმენები აპროტესტებდნენ, თუმცა ხანგრძლივი განხილვების შემდეგ შედეგს ვერ მიაღწიეს.

ოლეგ დერიპასკას სამ კომპანიას შეერთებული შტატების ფინანსთა უწყებამ სანქციები 2018 წლის აპრილში დაუწესა. შეზღუდვები ოლიგარქს შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის და უკრაინასთან მიმართებაში რუსეთის აგრესიის გამო დაუწესდა.

სახაზინო უწყებამ დაადასტურა, რომ ოლეგ დერიპასკამ სანქციების ქვეშ მოხვედრილ კომპანიებში პირდაპირი და არაპირდარი წილი შეამცირა და მათი მართვის კონტროლი დაკარგა. ხაზინის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავად ოლიგარქის წინააღმდეგ სანქციები ძალაში რჩება.

დღის ამბები