24 აპრილი 2024,   23:43
ვრცლად
"თვეზე მეტია საზღვარი დაკეტილია, ნამდვილად საბოლოოდ დავკარგავთ ამ ტერიტორიების დაბრუნების შანსსაც კი" - ნინო ბურჯანაძე

"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ლიდერი საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის დახმარებისკენ მოუწოდებს.

ნინო ბურჯანაძემ ისაუბრა გალის მოსახლეობაზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. მისი თქმით, ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქეები ტყვედ აიყვანეს, ამის  მიზანი კი მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენა და ე.წ. აფხაზური პასპორტების იძულებით აღებაა.

„უკვე თვეზე მეტია საზღვარი დაკეტილია. გალის მოსახლეობამ მიმართა საქართველოს ხელისუფლებას თხოვნით, დახმარების თხოვნით იმიტომ, რომ მათ უთავდებათ საკვების, წამლების მარაგი, სტუდენტები ვერ ბრუნდებიან სასწავლებლებში და მათ პრობლემები ექმნებათ, თუმცაღა ჩვენ არცერთი სიტყვა ქართული ხელისუფლების მხრიდან ამ ადამიანების დასაცავად ან კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად არ გაგვიგონია. აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს არის კარანტინი გრიპთან დაკავშირებით, თუმცა რა თქმა უნდა ეს ასე  არ არის იმიტომ, რომ გრიპის მასშტაბები არ არის ისეთი, რომ მას ერთ თვიანი ჩაკეტვა საზღვრის სჭირდებოდეს. მე მოვუწოდებ ქართულ საზოგადოებას და მედიას, ვინაიდან ხელისუფლების იმედი არ მაქვს, თუ ჩვენ დროულად არ გამოვფხიზლდებით და მთავარ პრიორიტეტად ამ საკითხებს კვლავ არ წამოვწევთ, ნამდვილად საბოლოოდ დავკარგავთ ამ ტერიტორიების დაბრუნების შანსსაც კი,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დღის ამბები