18 აპრილი 2024,   15:26
ვრცლად
"ნებისმიერი გამოცდის არასავალდებულოდ გადაქცევა ზრდის კორუფციის რისკებს" - ექსპერტები განათლების სისტემის რეფორმას აფასებენ

„ნებისმიერი გამოცდის არასავალდებულოდ გადაქცევა და ამის უნივერსიტეტზე მინდობა, სახელმწიფო  უნივერსიტეტებში ზრდის კორუფციის რისკებს“,- ასე აფასებენ ექსპერტები განათლების სისტემის რეფორმას, რომელიც სკოლებში საატესტატო გამოცდების მოხსნას და უნივერსიტეტებისთვის მისაღები შიდა გამოცდების ჩატარების უფლების მინიჭებას გულისხმობს.

ზვიად ხორგუაშვილის განცხადებით, ეროვნული გამოცდების მიზანი იყოს სწორედ ის, რომ ადგილი არ ჰქონოდა ჩაწყობით მოწყობას, რისი რისკიც ამჯერად არსებობს.

„ადრე თუ ხდებოდა ჩაწყობა, ეროვნული გამოცდები სწორედ ამიტომ შემოიღეს, რომ ჩაწყობით მოწყობა აღარ ყოფილიყო უნივერსიტეტებში. დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ამის რისკს ქმნის. კერძო უნივერსიტეტებში არა,“-განაცხადა ეკონომისტმა ზვიად ხორგუაშვილმა

რეფორმის მიხედვით ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არჩევით საგნების ჩამონათვალში გადადის ზოგადი უნარების გამოცდაც. რაც იმას ნიშნავს, რომ აბიტურიენტებს მისაღები გამოცდების ჩაბარება მნიშვნელოვნად უმარტივდებათ.

ამავე თემაზე
დღის ამბები