25 აპრილი 2024,   22:55
ვრცლად
ოკუპაციის ტყვედ ქცეული ათი ათასობით ადამიანი - თვეზე მეტია აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდი ჩაკეტა

ოკუპაციის ტყვეებად ქცეული ათი ათასობით ადამიანი - უკვე ერთი თვეა აფხაზეთის რეჟიმმა გაურკვეველი მიზეზით ენგურის ხიდზე გადაადგილება ჩაკეტა. ვერც გალის და ვერც აფხაზეთის სხვა რაიონების მოსახლეობა საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ვეღარ ახერხებს. ეს მაშინ, როდესაც იზოლაციაში მოქცეული და შიმშილისთვის განწირული ათობით ათასი ადამიანისთვის შემოსავლის ერთადერთი წყარო ენგურს აქეთ ასაღები პენსია და სასოფლო სამეურნეო საქონლით ვაჭრობაა. 

გალში დატყვევებულ იმ ქართველებს, რომელებმაც ხიდის გადმოკვეთის უფლება დიდ ფასად მოიპოვეს ღიად საუბარი უჭირთ, ხიდს გადაღმა ინტერვიუების გამო პასუხს ყველას მოსთხოვენ.

ბავშვებს, რომლებიც სკოლაში წასვლას ვერ ახერხებდნენ ოკუპანტებმა ხიდი მხოლოდ მას შემდეგ გადააკვეთინეს, რაც მშობლებმა საოკუპაციო რეჟიმს ცნობა წარუდგინეს, რომ სწავლა დაიწყო. 

ენგურის ხიდის ბოლოს დგას სატვირთო ავტომანქანა, სადაც არსებული ინფორმაციით, ზუგდიდან გალის მიმართულებით მიმავალ მოქალაქეებს რენტგენს უღებენ. თუ აღმოჩნდება, რომ რომელიმეს შესაძლოა, ჰქონდეს ფილტვების ანთება, მას სავარაუდოდ, გალში უკან აღარ შეუშვებენ.

დღის ამბები