19 აპრილი 2024,   15:29
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის მორიგი შეხვედრა ემიგრანტებთან - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა კრიზისის დაძლევის გეგმაზე ისაუბრა და კითხვებს უპასუხა

მიხეილ სააკაშვილის მორიგი შეხვედრა ემიგრანტებთან - საქართველოს მესამე პრეზიდენტი ფილადელფიის უკრაინულ სახლში საათნახევრის განმავლობაში საქართველოს მთავარ პრობლემებს განიხილავდა. მიხეილ სააკაშვილმა კითხვებზე პასუხის გაცემამდე, კრიზისის დაძლევის გეგმაზე ისაუბრა. თქვა, რომ კრიზისი საქართველოში ყოველდღიურად ღრმავდება, რაც მოსახლეობის მდგომარეობაზეც აისახება, გამოსავალს კი ხალხი ქვეყნიდან დატოვებაში და საზღვარგარეთ მუშაობაში ხედავს.

ქვეყნიდან წასული ემიგრანტების მთავარი კითხვები საქართველოში დაბრუნების გზებს ეხებოდა. ხალხს აინტერესებს რა უნდა გააკეთონ უცხოეთიდან საქართველოში არსებული კრიზისის დასაძლევად.

მიხეილ სააკაშვილს დარბაზიდან კრიტიკული შეკითხვებიც დაუსვეს. კერძოდ აგვისტოს ომსა და რუსეთზე. ერთ-ერთმა მფრინავმა, რომელიც დღეს შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, მესამე პრეზიდენტს შეკითხვა მომხდარზე გარკვეული პასუხისმგებლობის აღიარებაზე დაუსვა.

შეხვედრის მონაწილეებს შორის იყო რუსი ემიგრანტიც, მან დარბაზში მყოფ ქართველებს მიმართა და რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის გამო ერთი რიგით მოქალაქის სახელით ბოდიში მოუხადა.

"ერთად სახლში"- ამ პროექტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი, უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს ხვდება. შემაჯამებელი შეხვედრა 10 თებერვალს ბელგიის ლიეჟში გაიმართება, სადაც მსოფლიო სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების შეიკრიბებიან. ლიეჟის შეხვედრაზე იმ სამოქმედო გეგმას დაამტკიცებენ, რომლითაც საქართველოდან წასული ქართველი ემიგრანტები კრიზისი დაძლევას და სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები