19 აპრილი 2024,   11:28
ვრცლად
ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროება - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი დროულ რეაგირებას ითხოვს 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი სოციალურ ქსელში, დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას ეხმაურება. თამარ ქალდანი იმედოვნებს, რომ მომხდარზე სამართალდამცავებს მყისიერი რეაგირება ექნებათ.

მისი თქმით, უწყება მზად არის დახმარებისთვის, რათა მსგავსი მეთოდით ადამიანების შანტაჟი დასრულდეს. 

„ჩვენც გვქონდა კომუნიკაცია ბატონ ჭიჭინაძესთან და სხვა პირებთანაც. შსს-მ გააკეთა განცხადება, რომ ისინი სამართლებრივ რეაგირებას განახორციელებენ. ჩვენც ჩვენი მხრივ მზად ვართ, რომ დავეხმაროთ კონკრეტულ ადამიანებს ან იგივე კონსულტაცია გავუწიოთ მათ მაგრამ მე ვიმედოვნებ რომ რეაგირება იქნება მყისიერი. ჩვენ რაღაცნაირად, საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დავუსვათ აი ამ შანტაჟის საკითხებს. იმიტომ, რომ ვიცით ყველამ ძალიან კარგად რომ ამ შემთხვევაში მთელი საზოგადოება არის მსხვერპლის მხარეს, ვინც არ უნდა იყოს ის. სახლებს და გვარებს მნიშვნელობა აბსოლუტურად არ აქვს და ამ შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება მას ვინც ცდილობს პირადი ცხოვრებით შანტაჟი განახორციელოს,“-განაცხადა თამარ ქალდანმა. 

თავად ეკა ბესელიამ კადრების გავრცელებას მორალური ტერაქტების სერია უწოდა და სუს-ს რეაგირებისკენ მოუწოდა. დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ კი "ქართული ოცნება" პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში დაადანაშაულა და პასუხისმგებლობა ირაკლი კობახიძეს დააკისრა. სწორედ ჭიჭინაძე იყო ის ადამიანი, რომელმაც კადრების გავრცელების შესახებ ინფორმაცია გაახმაურა. დეპუტატი სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს

ამავე თემაზე
დღის ამბები