25 აპრილი 2024,   13:14
ვრცლად
სისხლიანი გარჩევა ოკუპირებულ აფხაზეთში - პირველ გალში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს 

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ პირველ გალში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს. 25 წლის მამაკაცი ჰამლეტ ჯეჯეია ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფება. ექიმის ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით მარცხენა ფეხის ბარძაყსა და მუცლის არეში აქვს მიყენებული. ექიმების ინფორმაციით, დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

არსებული ინფორმაციით, სისხლიანი გარჩევა ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ პირველ გალში დღეს მოხდა. ჰამლეტ ჯეჯეიას ახლობლებმა დაჭრილის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა მხოლოდ მას შემდეგ შეძლეს, რაც ე.წ. საზღვარზე 15 ათასი რუბლი გადაიხადეს. 

დაჭრილის ოჯახის წევრები კამერებთან საუბარს ერიდებიან და ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

არსებული ინფორმაციით, საქმე აფხაზეთის ე.წ. პოლიციაში სიცოცხლის განზრახ მოსპობის მუხლით არის აღძრული.

დღის ამბები