17 ივლისი 2019,   13:24
ვრცლად
„საქართველო გადავაქციოთ რეგიონისთვის ეკონომიკურ ცენტრად” - მამუკა ბახტაძე

პრემიერ-მინისტრმა თბილისში გამართულ ეკონომიკურ კონფერენციაზე - “საქართველო და მსოფლიო 2019 წელს”,  საქართველოს ეკონომიკურ სტრატეგიასა და ტურიზმის განვითარების შესახებ ისაუბრა.

მამუკა ბახტაძემ მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ განსაკუთრებული ყურადღება საქართველოში სამთო-სათხილამურო კურორტს უნდა მიექცეს, ვინაიდან ის, საზღვაო კურორტებთან შედარებით, უკონკურენტოა.

„მთავარი სტრატეგია გახლავთ ის, რომ საქართველო გადავაქციოთ რეგიონისთვის ეკონომიკურ ცენტრად, რომელსაც სხვა და სხვა მიმართულება ექნება - ვაჭრობა, ფინანსები, ლოგისტიკა, ტურიზმი და განათლება. ტურიზმის პერსპექტივას რომ დავუბრუნდეთ, ჩვენი ყველაზე დიდი შესაძლებლობა, ეს არის სამთო-სათხილამურო კურორტები, სადაც ზღვის კურორტებისგან განსხვავებით კონკურენციაც არ არის ისეთი მაღალი. ჩვენი ძირითადი ინტერესი სწორედ ის გახლავთ, რომ ტურისტების რაოდენობა განსაკუთრებით გავზარდოთ  ჩვენს სამთო-სათხილამურო კურორტებზე. ოღონდ გავზარდოთ ისე, რომ რეალურად სეზონი არ იყოს შემოფარგლული მხოლოდ ზამთრით, იყოს ოთხსეზონიანი კურორტები და ეს ახალი საბაგირო გზა სწორედ ამაში დაგვეხმარება. რაც მთავარია, ვიცით, რომ 2023 წელს Free style-ში საქართველო უმასპინძლებს მსოფლიო ჩემპიონატს. შესაბამისად, ეს დამატებითი სტიმულია ჩვენთვის რომ ინფრასტრუქტურა განვავითაროთ,“ - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები