19 აპრილი 2024,   05:27
ვრცლად
„სკოლებში დაბრუნდნენ შევარდნაძის ეპოქის დირექტორები, რომლებმაც  კარგად იციან, როგორ გააკეთონ ფული“ - დიმიტრი შაშკინი  

„სკოლებში დაბრუნდნენ შევარდნაძის ეპოქის დირექტორები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, როგორ გააკეთონ ფული,“ - ამ განცხადებით არასამთავრობო ორგანიზაცია რეფორმატორთა კლუბის დამფუძნებელი, დიმიტრი შაშკინი, განათლების სფეროში დაგეგმილ ცვლილებებს ეხმაურება.

შაშკინი დაგეგმილ ცვლილებებს "განათლების სისტემის მიზანმიმართულ ნგრევას" და "უკან გადადგმულ ნაბიჯს" უწოდებს.

„ვაშლების დარიგების იდეის შემდეგ მეგონა, რომ განათლების სამინისტრო ვეღარ გამაოცებდა, თუმცა, ჯერ სად ვართ. გუშინ გვითხრეს, რომ, თურმე, გამოცდები აფერხებს განათლების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. თურმე, ცოდნის მიღებას უშლის გამოცდა. სკოლებში დაბრუნდნენ შევარდნაძის ეპოქის დირექტორები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, როგორ გააკეთონ ფული. სკოლებიდან გაყარეს უამრავი სერტიფიცირებული მასწავლებელი. ჩვენ გვახსოვს, როგორ გოჭებით, ქათმებით იწერებოდა ნიშანი. როგორც ჩანს, სხვა განათლების სამინისტროში ვერაფერი ვერ მოიფიქრეს იმისათვის, რომ შეეცვალათ განათლების სისტემაში. შესაცვლელი ბევრია, ბევრი პრობლემაა, მაგრამ არა ფუნდამენტალური ნგრევა,“ - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

განათლების სფეროში დაგეგმილი ცვლილებები უკვე მეორე დღეა, აქტიური განხილვის თემაა. დაგეგმილია საატესტატო გამოცდების გაუქმება და ზოგადი უნარების არჩევით საგნებში გადატანა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები