19 აპრილი 2024,   15:50
ვრცლად
"ობიექტური შესაძლებლობა არ მაქვს, რომ მართლმსაჯულება განვახორციელო" - სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, დიმიტრი გვრიტიშვილი

„ობიექტური შესაძლებლობა არ მაქვს, რომ მართლმსაჯულება განვახორციელო,“ - ეს განცხადება სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ, დიმიტრი გვრიტიშვილმა, არჩევანის ეთერში გააკეთა.

გვრიტიშვილი განმარტავს, რომ ბუნებრივია, თუ მიხეილ ჩინჩალაძეს 10 წლის განმავლობაში 4 საქმე აქვს განხილული.

დიმიტრი გვრიტიშვილი ამბობს, რომ 2017 წლის შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი გახდა, არცერთი საქმე არ განუხილავს.

„მე, გარდა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეობისა, რომელიც ერთ-ერთი დიდი სასამართლოა, ასევე ვარ იუსტიციის საბჭოს წევრი და ამ პროცესებში ჩართული. ეს მოითხოვს დიდ დროს. გარდა ამისა, გზა არის თბილისსა და ქუთაისს შორის, ელემენტარულად ვერ ვახერხებ, სურვილის მიუხედავად. ობიექტური შესაძლებლობა არ მაქვს, რომ მართლმსაჯულება განვახორციელო,“ - ამბობს გვრიტიშვილი.

დღის ამბები