25 აპრილი 2024,   18:15
ვრცლად
"შეიძლება, ჩვენ აღარც მოვინდომოთ ეს კანდიდატობა" - დიმიტრი გვრიტიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატობაზე

„შეიძლება, ჩვენ აღარც მოვინდომოთ ეს კანდიდატობა,“ - ეს განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ, დიმიტრი გვრიტიშვილმა, არჩევანის ეთერში გააკეთა.

გვრიტიშვილმა მოსამართლეების უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ კრიტერიუმების შემუშავების შემდეგ შესაძლოა, მონაწილეობა არ მიიღოს.

„ხშირად გვდებენ ბრალს მე და ჩემს კოლეგებს, რომ ის 10-კაციანი სია ისევ მიტრიალდება უკან და არაფერი არ შეიცვლება. მე გარწმუნებთ, რომ მე ხომ კოლეგებთან მაქვს ურთიერთობა, იმხელა წნეხი განხორციელდა ჩვენზე და ამ კანდიდატებზე, რომ შეიძლება, ჩვენ აღარც მოვინდომოთ ეს კანდიდატობა იმიტომ, რომ ეს იყო არნახული წნეხი, არნახული დისკრედიტაციის პროცესი ჩვენ მიმართ განხორციელებული,“ - განაცხადა გვრიტიშვილმა.

გვრიტიშვილი განმარტავს, რომ მოსამართლეების გადაწყვეტილება, კანდიდატურების მოხსნაზე, არ მიუთითებს იმაზე, რომ მათი შერჩევის პროცესი ხარვეზებით წარიმართა.

მისი თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მათი ნომინირების დროს კანონი არ დაურღვევია და კანდიდატურების მოხსნის გადაწყვეტილება სასამართლოს პრესტიჟის დასაცავად გადადგეს. 

დღის ამბები