24 აპრილი 2024,   08:03
ვრცლად
"იუსტიციის საბჭოს ჩამოერთვას მოსამართლეთა დანიშვნისა თუ გადაყენების ფუნქცია" - დავით თარხან-მოურავი

"იუსტიციის საბჭოს ჩამოერთვას მოსამართლეთა დანიშვნისა თუ გადაყენების ფუნქცია, ეს ფუნქცია გადაეცეს საქართველოს პარლამენტს," - ამ განცხადებით, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” თავმჯდომარე სასამართლო სისტემაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. 

განცხადება დავით თარხან-მოურავმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი განმარტებით, იუსტიციის საბჭოს უნდა ჩამოერთვას მოსამართლეთა დანიშვნა- გადაყენების ფუნქცია და შეიქმნას მართლმსაჯულების ომბუდსმენის ინსტიტუტი.

„გადადგეს უვადო მოსამართლე მურუსიძე. ჩინჩალაძეებიგვრიტიშვილებიმიქაუტაძეები და სხვანი, სია გამოქვეყნდება, არ და ვერ გახდნენ უვადო მოსამართლეები. საერთოდ გაუქმდეს უვადო მოსამართლეობა. იუსტიციის საბჭოს ჩამოერთვას მოსამართლეთა დანიშვნისა თუ გადაყენების ფუნქცია, ეს ფუნქცია გადაეცეს საქართველოს პარლამენტს. ყველა საშუალოზე მძიმე საქმე და განაჩენი, რომელსაც გამოიტანს სასამართლო, კრიტიკულად გააანალიზოს და სავალდებულოდ წარუდგინოს პარლამენტს კრიტიკული დასკვნა,“ - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.  

დღის ამბები