25 აპრილი 2024,   19:31
ვრცლად
ჩვენი მთავარი მიზანია ევროპულ სამეცნიერო წრეებთან ინტეგრაცია - განათლების მინისტრი სამომავლო გეგმებზე საუბრობს 

"ევროკავშირის" კვლევის სისტემასთან ინტეგრაცია, ახალგაზრდა მკვლევარების ხელშეწყობა, მეცნიერების პოპულარიზაცია და კვლევების შედეგების კომერციალიზაცია - ეს იმ პრიორიტეტების ჩამონათვალია, რასაც განათლების სამინისტრო მეცნიერების განვითარებისთვის გეგმავს.

პრეზენტაცია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა შოთა რუსთაველის ფონდის ხელმძღვანელთან ერთად გამართა. რეფორმის ფარგლებში იგეგმება ასევე საგრანტო კონკურსის ბიუჯეტის გაზრდა და საქართველოს გაწევრიანება ევროპულ პორტალში, რომელშიც 40-ზე მეტი ქვეყნის მკვლევარები არიან.

„ჩვენი ხედვა არის სწორედ მეცნიერების ყველანაირი ხელშეწყობა, მაქსიმალურად ახალგაზრდების ჩართულობა მეცნიერების სფეროში და მთავარი მიზანი ჩვენი რაც არის - ევროპულ სამეცნიერო წრეებთან ინტეგრაცია. ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა, ინტენსიურად მიმდინარეობს კონსულტაციები. ფაქტიურად ქართველი მეცნიერი ნებისმიერი ინსტიტუტიდან შესაძლებელია ინტეგრირებული იყოს, ჩართული იყოს ნებისმიერი ევროკავშირის ქვეყნის უნივერსიტეტში სამეცნიერო კვლევაში. მართლაც წარმოუდგენელ შესაძლებლობებს ხსნის,“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ზვიად გაბისონიას განმარტებით, იგეგმება ფუნდამენტური მეცნიერებები ისე განავითარონ, რომ მოხდეს მათი გამოყენებითი კვლევების ნაწილში და საბოლოოდ კომერციულ ტრანსფერებში გარდაქმნა.

„მეცნიერების მიმართულებით ჩვენ ვიწყებთ პრიორიტეტიზაციას ანუ, რაც 90-ანი წლებიდან არ გაკეთებულა. ეს ძალიან რთული ამოცანაა და შესაბამისად ჩვენ არ გვინდა, რომ მხოლოდ ინდივიდუალურ რეჟიმში მივიღოთ ეს გადაწყვეტილება. ვეცდებით, რომ ფუნდამენტური მეცნიერებები ისე განვავითაროთ, რომ მოხდეს მათი გამოყენებითი კვლევების ნაწილში და საბოლოოდ კომერციულ ტრანსფერებში გარდაქმნა,“ - განმარტა ზვიად გაბისონიამ.

დღის ამბები