ქვეყანაში კორუფცია ნამდვილად არ არის პრობლემა - ასეთია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასება NDI -ის კვლევის შედეგებზე, რომელშიც მოქალაქეების დიდი ნაწილი სამთავრობო უწყებებში, მათ შორის სასამართლოში არსებულ კორუფციასა და ნეპოტიზმზე მიუთითებს.
გიორგი ქობულია აცხადებს, რომ ქვეყანაში ბევრი პრობლემაა, რომელის გადაჭრაზეც ხელისუფლება მუშაობს, თუმცა მათშორის კორუფცია არ არის.
„ნახევარ წლამდე არის რაც ვმუშაობ სახელმწიფო სტრუქტურებში. მე არ შემიმჩნევია ასეთი შემთხვევა, სადაც იყო კორუფციული გარიგება და არც მსმენია არავისგან ამის შესახებ. ჩვენ გვაქვს ბევრი პრობლემა მთავრობაშიც, ქვეყანაშიც. ამ პრობლემებს ჩვენ ვწყვეტთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კორუფცია ნამდვილად არ არის ის პრობლემა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს,“-განაცხადა გიორგი ქობულიამ.