25 აპრილი 2024,   18:28
ვრცლად
ძალოვანი უწყების რუსული თაფლით შესაძლო მომარაგება - ეკონომიკის მინისტრი კომენტარს არ აკეთებს 

ქართველი მეფუტკრეები საქართველოს ხელისუფლების მიერ დიდი ოდენობით რუსული თაფლის შესაძლო შეძენას აპროტესტებენ.

„კურიერში“ გასული სიუჟეტის შემდეგ, რომელიც რუსული თაფლით ქართული სპეცსამსახურების მომარაგებას ეხებოდა, მეფუტკრეთა ასოციაცია ხელისუფლებას მიმართავს და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობისკენ მოუწოდებს.

მეწარმეები ამბობენ, რომ ქართული ჯარისთვის პროდუქციის საჭირო რაოდენობით მიწოდების რესურსი ქვეყანაში არსებობს და თაფლის რუსეთიდან შემოტანის საჭიროება არ არსებობს.

„ჩვენ შეგვიძლია ქართველ მეფუტკრეებს ქართულ ჯარს ქართული თაფლი შევთავაზოთ.  ჩვენ იმხელა რესურსი გაგვაჩნია, რომ 73 ტონა კი არა, 173 ტონა შეგვიძლია მივაწოდოთ და გაცილებით მაღალი ხარისხის ვიდრე რუსული ან უკრაინული თაფლია,“-ამბობს მეფუტკრეთა ასოციაციის წარმომადგენელი.

ამ თემაზე დასმულ შეკითხვას არ პასუხობს ეკონომიკის მინისტრი, გიორგი ქობულია.  ბიზნესომბუდსმენი კი ამბობს, რომ მისი აზრით, უმჯობესია, იმ  პროდუქტების შეძენა მოხდეს,  რომლებსაც ადგილობრივი წარმოების პოტენციალი აქვს და ხარისხიანია.

დღის ამბები