20 აპრილი 2024,   08:38
ვრცლად
საგამოძიებო პროცესი არ მოახდენს გავლენას საბანკო სექტორის ეფექტიან ფუნქციონირებაზე - გვენეტაძე TBC ბანკის საქმეზე

რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 6.75 პროცენტამდე შემცირდა - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა. კობა გვენეტაძემ განმარტა, რომ გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე რეგიონში ეკონომიკური პროცესების და ბაზრის კვლევის შედეგად მიიღეს.

გვენეტაძემ ასევე TBC ბანკის საქმესთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, TBC ბანკი ძლიერი საკრედიტო ინსტიტუტია და საგამოძიებო პროცესი მის განვითარებაზე გავლენას ვერ მოახდენს.

„TBC ბანკი არის ფინანსურად ძლიერი და მდგრადი საკრედიტო ინსტიტუტი. მას გააჩნია ლიკვიდური სახსრების და საზედამხედველო კაპიტალის ადეკვატური დონე. იმაზე უფრო მაღალი დონე, ვიდრე მოთხოვნა არსებობს ჩვენს მიერ. ამავე დროს, ბანკი სრულად აკმაყოფილებს ყველა ეკონომიკურ ნორმატივს და ლიმიტს. ეროვნული ბანკის შეფასებით, მიმდინარე საგამოძიებო პროცესი არ მოახდენს გავლენას საბანკო სექტორის მდგრად და ეფექტიან ფუნქციონირებაზე, რასაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს ზუსტად ის, რაც მოგახსენეთ, რომ ზედამხედველობას ვახორციელებთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პრინციპებით,“ - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

დღის ამბები