18 აპრილი 2024,   20:23
ვრცლად
გერმანიაში ტერაქტის მოწყობის ორგანიზების ბრალდებით ერაყის სამი მოქალაქე დააკავეს 

გერმანიაში ერაყის სამი მოქალაქე დააკავეს. მათ ტერაქტის მოწყობის ორგანიზებაში ადანაშაულებენ. სპეცოპერაცია ქალაქ დიტმარშენში ჩატარდა.

გამოძიების ცნობით, ორი მათგანი ხალხმრავალ ადგილას ასაფეთქებელი მოწყობილობების ამოქმედებას გეგმავდა, მესამე კი მათ თავდასხმის ორგანიზებაში ეხმარებოდა.

ეჭვმიტანილებს ბომბის დასამზადებლად საჭირო მასალა ბრიტანეთიდან უნდა მიეღოთ, მაგრამ სპეცსამსახურისთვის ამის შესახებ ცნობილი გახდა და გეგმა ჩაეშალათ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ სამივე ერაყელს ტერორისტულ დაჯგუფება ”ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირი ჰქონდა. თუმცა აპირებდნენ თუ არა ისინი ISIS სახელით თავდასხმის მოწყობას უცნობია. 

დღის ამბები