18 აპრილი 2024,   05:38
ვრცლად
ძიუდოისტებსა და ფედერაციის ხელმძღვანელობას შორის კონფლიქტი დასრულდა - სპორტსმენები პატრიარქმა შეარიგა

ძიუდოისტთა ნაკრების წევრებსა და ფედერაციის ხელმძღვანელობას შორის კონფლიქტი დასრულდა. ამის შესახებ სპორტსმენებმა და ფედერაციის პრეზიდენტმა თავად განაცხადეს, შერიგება კი სიონის საკათედრო ტაძარში მოხდა. შერიგების ინიციატორის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე იყო.

ამ პროცესის წინ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ახალდანიშნული მთავარი მწვრთნელის გურამ მოდებაძის განცხადება უძღოდა, გადადგომის შესახებ. მოდებაძე შექმნილ ვითარებაში მის გადადგომას საუკეთესო გამოსავლად მიიჩნევს. ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ნოდარ მეტრეველი შეასრულებს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი აღმასკომი უახლოეს სხდომაზე მიიღებს.

დაპირისპირება ძიუდოს ფედერაციასა და სპორტსმენთა ნაწილს შორის 7 თვეზე მეტ ხანს გრძელდებოდა, რასაც პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომა მოჰყვა. 

დღის ამბები