24 აპრილი 2024,   06:24
ვრცლად
გაუარესებული დემოკრატია, მთავრობისა და პარლამენტის მუშაობით უკმაყოფილო მოქალაქეები და პოლიტიკური რეიტინგები - NDI-ის კვლევის შედეგები

„ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. დემოკრატიის ინდექსი ქვეყანაში ასეთი დაბალი დიდი ხანია, არ ყოფილა. NDI-ის მიერ გამოკითხულთა 46% მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის.

არჩევნებიდან ერთ თვეში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოს მოქალაქეების უმეტესობას საერთოდ არ აქვს განცდა, რომ ქვეყნის მართვაში მონაწილეობს.

პოსტსაარჩევნო პერიოდში გამოქვეყნებული NDI-ის პოლიტიკური რეიტინგები მნიშვნელოვანი გზავნილი იყო პარტიებისთვის. ხალხის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს 27%ით „ქართული ოცნება“ დგას, გამოკითხულთა 12% „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ემხრობა, 3% - „ევროპული საქართველოს“ და ამდენივე - „პატრიოტთა ალიანსს“. კვლავ საკმაოდ დიდია იმ რესპოდენტთა რიცხვი, რომელსაც არც ერთი პარტია არ მოსწონს.  

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ NDI-ის არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ გაერთიანებული ოპოზიციის რეიტინგი უნდა გაეზომა, რადგან ბოლო არჩევნებში ოპოზიცია ერთიანი ძალებით მონაწილებდა და ცალ-ცალკე სუბიექტებს აქტივობა არ ჰქონიათ.

ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას ? ამ კითხვაზე პასუხისას ხალხს მხოლოდ სამი პარტიას ასახლებს - 24% - „ქართული ოცნებას“, 11% „ნაციონალურ მოძრაობას“, 3% კი „პატრიოტთა ალიანსს“. დანარჩენი ყველა სხვა პარტია სხვა პარტიების ჩამონათვალში მოხვდა და ჯამში მათ 8% აქვთ. მაღალია გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა.

NDI-იმ ინსტიტუციების რეიტინგიც გაზომა და როგორც გაირკვა, მოქალაქეები ყველაზე მეტად უკმაყოფილო პარლამენტის მუშაობით არიან. გამოკითხულთა დიდი ნაწილს 51%-ს მიაჩნია, რომ პარლამენტის წევრები მოსახლეობის ინტერესებს არ ითვალისწინებენ. გამოკითხულთა 71 პროცენტის აზრით კი, პარლამენტში არა საქმით, არამედ კინკლაობით არიან დაკავებული.

დეკემბრის გამოკითხვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხალხი პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას ითხოვს.

დღის ამბები