23 აპრილი 2024,   17:33
ვრცლად
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებს "აღმოსავლეთ ოსეთს" უწოდებს და იმუქრება

მუქარა ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმისგან. ოკუპირებული ტერიტორიებიდან ე.წ. მთავრობა უკვე აღარ მალავს და საჯაროდ საუბრობს იმის შესახებ, რომ საქართველოს კუთვნილი ტერიტორიების ინტერესი ისევ აქვს. განცხადება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანულ გაზეთთან ინტერვიუს დროს გააკეთა, სადაც დიმიტრი მედოევი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებს: თრუსოს ხეობას, კობსა და გუდოს ხეობას, კიდევ ერთხელ, როგორც "აღმოსავლეთ ოსეთი" ისე მოიხსენიებს და ამბობს, რომ "ადრე თუ გვიან, ეს ტერიტორიები ოს ხალხს დაუბრუნდება."

დღის ამბები