20 აპრილი 2024,   16:50
ვრცლად
თბილისს ახალი ბიზნეს აქსელერატორი შეემატა

თბილისს ახალი ბიზნეს აქსელერატორი შეემატა. პარკის საპრეზენტაციო ღონისძიება სიტყვით კახა კალაძემ გახსნა. 

სტუმრებს  ქართული ინოვაციური და საინტერესო თბილისური ბაზარი მოეწყო, სადაც 50-მდე მეწარმის მიერ დამზადებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

„ამ პროექტით ჩვენ ხელს ვუწყობთ ახალგაზრდებს თავიანთი იდეების განხორციელებაში, ვეხმარებით ბიზნეს გეგმის დაწერაში, ბიზნესთან ურთიერთობაში და კომუნიკაციაში, რომ მოვახერხოთ და შევძლოთ მათი იდეების რეალობად ქცევა და განხორციელება.

ჩვენ ამ პროექტში გვეხმარება ევროკავშირი, 500 000 არის გამოყოფილი ევროკავშირის მხრიდან და ჩვენც ვამატებთ თანხებს, რომ ამით მოხდეს ხელშეწყობა, იყოს ახალგაზრდების ჩართულობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,“- განაცხადა კალაძემ.

დღის ამბები