საბურთალოზე, პეკინის გამზირზე სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა, რამაც აფეთქება გამოიწვია.
როგორც "რუსთავი2"-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შემთხვევა საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო ბრიგადები.