25 აპრილი 2024,   07:38
ვრცლად
აფეთქება პეკინზე - შუახნის მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

პეკინის ქუჩაზე გაზის აფეთქების შემდეგ ერთი ადამიანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში "რუსთავი 2"-ს განუცხადეს, შუახნის მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში, მისივე მოთხოვნის საფუძველზე, ნერვოტულ მდგომარეობაში გადაიყვანეს უწყების ცნობით, პაციენტს დამწვრობები არ აღენიშნებოდა.

თუმცა, "კურიერის" წყაროს ინფორმაციით, შუახნის მამაკაცს დამწვრობები აღენიშნება და სავარაუდოდ, მას დამწვრობის ცენტრში გადაიყვანენ.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. ადგილზე იმყოფებიან საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლები.

რამდენიმე საათის წინ პეკინის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარმა აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია. 

ბუნებრივი აირი საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე მდებარე ბინის სამზარეულოში აფეთქდა. როგორც  საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, ცეცხლის ლოკალიზება სახანძრო სამსახურის მისვლამდე თავად ბინაში მცხოვრებმა პირებმა მოახერხეს.

დამწვარია სამზარეულოს ნაწილი, როგორც სამაშველო სამსახურში ამბობენ, ბინაში სავარაუდოდ, გაზის ბალონი აფეთქდა.

დღის ამბები