25 აპრილი 2024,   12:51
ვრცლად
7 გარდაცვლილი - სამართალდამცველები 4 საათზე მეტია ბინის მეპატრონეს კითხავენ 

CO-ს დაგროვების შედეგად გარდაცვლილი 7 ადამიანი - პოლიციის განყოფილებაში 4 საათზე მეტია, ბინის მეპატრონეს კითხავენ.

ალექსანდრე მურადოვის დაკითხვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეწყვეტილი იყო.

„კურიერის“ მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, სავარაუდოდ, კუსტარული წესით ხელახლა სწორედ მან დაამონტაჟა.

დაკითხვაზე იმყოფება ასევე, უძრავი ქონების აგენტი, რომელიც ბინის მეპატრონესა და დამქირავებლებს შორის შუამავლის ფუნქციას ასრულებდა. ის ამბობს, რომ ბინა რამდენჯერმე გაქირავდა.

უძრავი ქონების აგენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ აღნიშნული ბინა ბოლოს დაახლოებით, სამი თვის წინ გაქირავდა და სახლში ყველა გაყვანილობა მწყობრში იყო. მისი თქმით, გაქირავების დროს წყლის გამაცხელებელი ჯერ კიდევ არ იყო ჩაჭრილი.

„ყველაფერი იყო დამონტაჟებული კარგად. ყველაფერი ჩართული იყო, წყლიდან დაწყებული, დენით გაზით დამთავრებული იყო აბსოლუტურად ყველაფერი მწყობრში,“ - განაცხადა უძრავი ქონების აგენტმა.

„კურიერის“ ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში ასევე იმყოფებიან „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები. ასევე იმყოფებიან, ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე იმ ბინის მეზობლები, სადაც ტრაგედია მოხდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები