20 აპრილი 2024,   17:49
ვრცლად
რუსული თვითმფრინავი, რომელმაც ვენესუელაში საიდუმლო რეისი შეასრულა, მოსკოვში დაბრუნდა

რუსული თვითმფრინავი, რომელმაც ვენესუელაში საიდუმლო რეისი შეასრულა, მოსკოვში დაბრუნდა. გავრცელებული ცნობით, ბოინგ 777-მა, 4-კაციანი ეკიპაჟით კარაკასში დიდი რაოდენობით ფული ჩაიტანა.

სავარაუდოდ, რუსებმა ვენესუელის კუთვნილი 20 ტონა ოქრო, რომელიც რუსეთში ინახებოდა, დუბაიში გაყიდეს, აღებული თანხა კი კარაკასში ნიკოლას მადუროს ხელისუფლებას გადასცეს. მის რეჟიმს მხოლოდ ვენესუელის არმია, რუსეთი, ჩინეთი და თურქეთი უჭერენ მხარს.

საერთაშორისო გაერთიანების დიდი ნაწილი კი ქვეყნის პრეზიდენტად ხუან გუაიდოს აღიარებს. ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი ფარულად უკვე შეხვდა სამხედრო მაღალჩინოსნებს და ხალხის მხარეს გადასვლისკენ მოუწოდა. 

დღის ამბები