20 აპრილი 2024,   06:04
ვრცლად
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება - მოსამართლე გვრიტიშვილი ამბობს, რომ შესაძლოა მომხდარის უკან თავად ბესელია იდგეს 

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტთან დაკაშირებით კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი. მოსამართლე მომხდარში თავად დეპუტატის დაინტერესებას ხედავს.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შესაძლოა, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების უკან თავად ბესელია იდგეს.

„ზოგადად, შექმნილი სიტუაცია არავის ხელს არ აძლევს, არც ხელისუფლებას, რომელსაც აქვს უმძიმესი ვალდებულება, რომ გამოიძიოს ეს დანაშაული უმოკლეს ვადაში და საზოგადოებას წარუდგინოს შედეგები, არ აძლევს ეს ხელს. ასევე, ვთქვი, რომ სასამართლო ხელისუფლებას ეს არანაირად არ აძლევს ხელს, ეს არის დამღუპველი თუ დამტკიცდება რაიმე ფორმით სასამართლო ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის კავშირი ამ ბინძურ დანაშაულთან. აქედან გამომდინარე, ერთადერთი დამრჩა ასეთი ვარაუდის საფუძველი, ეს ხომ არ ემსახურება გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესს, რომელსაც სურს, თავისი დამოუკიდებელი ადგილი დაიმკვიდროს პოლიტიკურ ცხოვრებაში,“ - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა. 

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმის გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა 16 პირი დააკავეს. 

დღის ამბები