24 აპრილი 2024,   10:49
ვრცლად
ვიტოვებთ უფლებას, რეაგირება მოვახდინოთ ადამიანის უფლებების, მათ შორის, რწმენის თავისუფლების დასაცავად - პუტინი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე საუბრობს

უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით სასულიერო პირების გარდა, ვლადიმერ პუტინიც იმუქრება.

რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კრემლი ნებისმიერ ქვეყანაში მართლმადიდებლებისა და რწმენის თავისუფლების დაცვის სრულ უფლებას იტოვებს.

ამის შესახებ მან რუსეთის პატრიარქის კირილის აღსაყდრების 10 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე განაცხადა, რომელიც კრემლში გაიმართა.

მისი თქმით, სახელმწიფო არ ჩაერევა საეკლესიო ცხოვრებაში, მითუმეტეს მეზობელ სახელმწიფოში, მაგრამ მართლმადიდებლებს ყველგან დაიცავს.

„რუსეთის ხელისუფლება, სახელმწიფო დაუშვებლად მიიჩნევს ეკლესიის საქმეებში ჩარევას. ჩვენ პატივს ვცემდით და მომავალშიც პატივს ვცემთ საეკლესიო ცხოვრების დამოუკიდებლობას, მითუმეტეს მეზობელ სუვერენულ სახელმწიფოში, მაგრამ ვიტოვებთ უფლებას, რეაგირება მოვახდინოთ და ყველაფერი გავაკეთოთ ადამიანის უფლებების, მათ შორის, რწმენის თავისუფლების დასაცავად,“ - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

დღის ამბები