23 აპრილი 2024,   17:44
ვრცლად
ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროება - ადვოკატის თქმით, ენმ-ს აქტივისტის დაკავებისას დარღვევები დაფიქსირდა

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით  „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის, ინგა ხუროშვილის დაკავების დროს ძალიან ბევრი დარღვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დაკავებულის უფლებადამცველმა, ლევან დავითაიამ განუცხადა.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს, დაკავების დროს უფლებადამცველთან და ოჯახის წევრებთან დარეკვის უფლება არ მისცეს.

ლევან დავითაიას განმარტებით, დარღვევებთან დაკავშირებით სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას ინფორმაცია უკვე მიაწოდეს.

დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ ინგა ხუროშვილმა მან ვიდეო სოციალური ქსელით მიიღო, თუმცა გამომგზავნს ის თავად არ იცნობს. უფლებადამცველის თქმით, თავად მისი დაცვის ქვეშ მყოფს ვიდეო არავისთვის გაუგზავნია.

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი სწორედ იმის გამო დააკავეს, რომ ის ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერია.

შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით 16 პირი დააკავეს, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებიც არიან. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები