25 აპრილი 2024,   16:52
ვრცლად
არავითარი ქმედება გიორგი გასვიანს, რაც ამ ბრალის მოცემულობაში შეიძლება ჩაჯდეს, არ განუხორციელებია - ადვოკატი

ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით დაკავებული პირებიდან ერთ-ერთი მომღერალი, გიორგი გასვიანია. მას ბრალი დღეს, წაუყენეს. წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება ადვოკატი.

კახა ხვისტანის განცხადებით, პოლიციის თანამშრომლებმა გიორგი გასვიანს სამსახურში მიაკითხეს და იქ მოხდა მისი დაკავება. გიორგი გასვიანი დაკავების შემდეგ გორში გადაიყვანეს.

„ამ ბრალდებას დაცვის მხარე ვერ დაეთანხმება. არავითარი ქმედება გიორგი გასვიანს, რაც ამ ბრალის მოცემულობაში შეიძლება ჩაჯდეს, არ განუხორციელებია. საზოგადოებისთვის, რომ იყოს ცნობილი და გასაგები, Facebook-ის მესინჯერის საშუალებით, მას გადაუგზავნეს კადრები, რომელიც მხოლოდ ნახა და გიორგი გასვიანის როლი ამ კადრების ნახვაში გამოიხატა მხოლოდ და მხოლოდ. მას გამოძიება არ ედავება გავრცელებას, შენახვას ედავება, თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ მისი მხრიდან აღნიშნული მესინჯერის პროგრამიდან მის პირად კომპიუტერში ან სხვაგან ის გადმოწერილი და შენახული არ ყოფილა,“ - ამბობს ადვოკატი.

დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 ადამიანი დააკავა. 

დღის ამბები