23 აპრილი 2024,   22:55
ვრცლად
მკვლელობა სოფელ ყარაჯალაში - დანაშაულის სავარაუდო მოტივად შურისძიება სახელდება

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 19 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. შემთხვევა სოფლის მეჩეთთან, დაახლოებით, ნახევარი საათის წინ მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობის მოტივად შურისძიება სახელდება. ადგილობრივები ყვებიან, რომ 19 წლის მამაკაცის მკვლელობის მოტივი რამდენიმე წლის წინ, მის მიერ ჩადენილ დანაშაულს უკავშირდება, როდესაც მან თანასოფლელი მოკლა.

სოფელ ყარაჯალას მკვიდრები ამბობენ, რომ ახალგაზრდა კაცს სწორედ წლების წინ მის მიერ მოკლული კაცის ძმამ რამდენჯერმე ესროლა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ცხედარს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის გურჯაანის ექსპერტიის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. დაკავებულია სავარაუდო დამნაშავე.

დღის ამბები