20 აპრილი 2024,   17:26
ვრცლად
ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების youtube-ზე ატვირთვის გამო, ერთი პირი დააკავეს

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების youtube-ზე ატვირთვის გამო, ერთი პირი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ჩხრეკის შედეგად მობილური ტელეფონი ამოიღეს, სადაც აღნიშნული ვიდეოკადრები ინახებოდა. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. 

„დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია მობილური ტელეფონი, სადაც აღნიშნული ვიდეოჩანაწერი ინახება. გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას საქმესთან დაკავშირებით გამოკითხულმა მოქალაქეებმა ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მოგვაწოდეს ღირებული ინფორმაცია. გვსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ საზოგადოებას, არ ჩაერთონ დანაშაულებრივ საქმიანობაში და შეწყვიტონ მსგავსი ვიდეოჩანაწერის ნებისმიერი სახით გავრცელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები,“ - განაცხადა ბორცვაძემ.

დღის ამბები