23 აპრილი 2024,   19:12
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი მისივე ინიციატივით დაგეგმილ შეხვედრაზე, არასამთავრობოებს კანონზე ცილისწამების შესახებ, მხოლოდ 5 წუთით ესაუბრა

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და არასამთავრობო სექტორს შორის პირველი შეხვედრა შედგა. ქვეყნის მთავარი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმღვანელებმა პრეზიდენტის სასახლე ისე დატოვეს, რომ ვერ გაარკვიეს, რისთვის მიიწვია პრეზიდენტმა.

ცილისწამებისა და ყალბი ინფორმაციის შეზღუდვის თემაზე სალომე ზურაბიშვილთან სასაუბროდ მისულ სამოქალაქო სექტორს, ზურაბიშვილი ხუთი წუთით შეხვდა და შემდეგ ოთახი დატოვა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები განმარტებას ელოდნენ თუ როგორ ხედავს პრეზიდენტი ცენზურის დაკანონებას ისე, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას საფრთხე არ შეექმნას, თუმცა მათ იდეები და არგუმენტები ვერ მოისმინეს. უფლებადამცველების უმრავლესობა ამბობდა, რომ ამ საკითხზე დისკუსიის გახსნისა და კანონის გამკაცრების საჭიროებას საერთოდ ვერ ხედავს.

როგორც აღმოჩნდა, ნაწყენი დარჩა პრეზიდენტის ადმინისტრაციაც. ზურაბიშვილის გუნდი სამოქალაქო სექტორისგან დღეს რეკომენდაციებს ელოდა, რადგან ამბობენ, რომ საკანონმდებლო წინადადებების მონახაზი ჯერ არ აქვთ.

სალომე ზურაბიშვილმა ახალ საკანონმდებლო რეგულაციებზე საუბარი გაპრეზიდენტების პირველივე დღეებიდან დაიწყო. არასამთავრობო სექტორს ეჭვი აქვს, რომ პრეზიდენტის სახელით მმართველი პარტია ქვეყანაში ცენზურის დაკანონებას ცდილობს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები