19 აპრილი 2024,   09:59
ვრცლად
რა გახდა ტრაგედიის მიზეზი, კუსტარული გამათბობელი თუ ჩიტის ბუდე - ბინა, სადაც 7 ადამიანი გარდაიცვალა, დალუქულია

ბინა, სადაც CO-თი მოწამვლას 7 ადამიანი ემსხვერპლა, ამ დროისთვის დალუქულია. 7 ადამიანის გაგუდვის საქმეში მთავარი მტკიცებულება გაზის გამათბობლის გამწოვი მილია. მილი გვიან ღამით ქეთევან წამებულის ქუჩაზე კორპუსის მეშვიდე სართულიდან კრიმინალისტებმა მოხსნეს და პოლიციაში გადაიტანეს. „კურიერის“ ინფორმაციით, მილში ექსპერტებმა ჩიტის ბუტე აღმოაჩინეს, რამაც ჰაერის ცირკულაციას ხელი შეუშალა და სახლში მხუთავი აირი დაგროვდა.

უკვე მეორე დღეა, ბინის მფლობელი კამერებთან არ ჩნდება. ის პოლიციის განყოფილებაში გამომძიებლების კითხვებს პასუხობს. სამართალდამცველები ცდილობენ, დაადგინონ ხომ არ მიუერთა მურადოვმა „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლების მიერ გადაკეტილი ბუნებრივი აირი ისევ ცენტრალურ ქსელს.

მარტო 2018 წელს „ყაზტრანსგაზ თბილისმა“ უსაფრთხოების წესები დარღვევის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება 70 ათასამდე აბონენტს შეუწყვიტა.

დილიდან კომპანიის ქსელს თბილისში ისევ ამოწმებდნენ. მხოლოდ ერთმა ბრიგადამ ერთი დღის განმავლობაში გაზის მიწოდება 25 ბინაში შეწყვიტა, აქედან 19-მა ბუნებრივი აირი თვითნებურად ჩართო.

წუხელ ღამით მხუთავი აირით თემქაზე მცხოვრები ოჯახი მოიწამლა. „კურიერის“ მიერ მოპოვებული ოქმით დგინდება, რომ ბინას ბუნებრივი აირის მიწოდება 2018 წლის 12 დეკემბერს შეუწყვიტეს, მაგრამ ოჯახმა გაზი თვითნებურად ჩართო. ოქმში მოყვანილი ფაქტების ნამდვილობას დაზარალებულები უარყოფენ.

სპეციალისტები „ყაზტრანსგაზის“ მიერ აბონენტების წელიწადში ერთხელ შემოწმებას არასაკმარისად მიიჩნევენ. ენერგეტიკის ექსპერტი მიიჩნევენ, რომ კომპანიაზე მონიტორინგი თვითმმართველობამაც უნდა გაამკაცროს. მათი აზრით, ქალაქის მცხოვრებლებისათვის კი კანონმდებლობის შემუშავების გარდა, აუცილებელია, ცნობიერების ამაღლებაც.

ამავე თემაზე
დღის ამბები