24 აპრილი 2024,   03:12
ვრცლად
ენგურის ხიდი 40 დღეა, ჩაკეტილია - ”სამეგრელოს ხმის” ლიდერი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს

ენგურის ხიდი უკვე 40 დღეა, ჩაკეტილია. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი მოსახელობა დახმარებას ითხოვს. რეგიონში უკვე ამოწურულია სურსათის და მედიკამენტების მარაგი.

საგანგებო ბრიფინგი ენგურის ხიდზე მოძრაობა სამეგრელოს ხმის ლიდერმა გამართა.

თენგიზ ჯგუშია ხელისუფლებას ოკუპანტებთან თანამშრომლობასა და უმოქმედობაში ადანაშაულებს.

მოძრაობის ლიდერი ხელისუფლებას მოუწოდებს, საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებით ოკუპირებულ აფხაზეთში მყოფი 30 ათასი ადამიანი ოკუპანტების ტყვეობისგან იხსნას.

„ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ჩვენი აფხაზეთელები, ფაქტობრივად, მძევლებად არიან აქედან რამდენიმე მეტრის იქით და აფხაზეთის ბოლომდე. აქ უნდა იდგეს კარავი, შტაბი უნდა იყოს, რას მიკეთებს ციხელაშვილი,“ - განაცხადა თენგიზ ჯგუშიამ.

 

დღის ამბები