25 აპრილი 2024,   08:26
ვრცლად
"წამების დაკარგვაც არ მინდა იმ ადამიანის პოსტებზე, რომელსაც საკუთარი კლანიც კი არ ულაიქებს გამოთქმებს" - ანა დოლიძე

ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების მხრიდან მისი ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენებას ეხმაურება.

დიმიტრი გვრიტიშვილის და სერგო მეთოფიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებებთან დაკავშირებით, ანა დოლიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე არ გეგმავს მათ შეფასებას.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის თქმით, გვრიტიშვილის განცხადებები მისთვის მნიშვნელობამოკლებულია და არ აპირებს, რომ მის ყოველ გამონათქვამებს უპასუხოს.

„წამების დაკარგვაც არ მინდა იმ ადამიანის პოსტებზე, რომელსაც საკუთარი კლანიც კი არ ულაიქებს თავის გამოთქმებს და ოჯახის წევრები. დროს ნუ მაკარგვინებთ ამ საკითხზე. თუ ვინმე უფრო ღირსეული, კომპეტენტური და უფრო წონიანი გამოვა და რაღაც აზრებს იტყვის, სიამოვნებით გამოვეხმაურები,“ - ამბობს ანა დოლიძე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებმა - დიმიტრი გვრიტიშვილმა და სერგო მეთოფიშვილმა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ანა დოლიძის, როგორც იუსტიციის საბჭოს წევრის, ლეგიტიმაციის საკითხი დააყენეს.

გვრიტიშვილის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, ანა დოლიძე კანონმდებლობის დარღვევით დანიშნა საბჭოში. აქედან გამომდინარე, მოსამართლე სერგო მეთოფიშვილმა დაწერა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზეც უნდა იფიქროს. 

დღის ამბები