20 აპრილი 2024,   14:35
ვრცლად
კალიფორნიაში ეჭვმიტანილის დევნის ოპერაცია მასშტაბური ავარიით დასრულდა

ეჭვმიტანილის დევნის ოპერაცია კალიფორნიაში მასშტაბური ავარიით დასრულდა.

საპატრულო ეკიპაჟი ავტომობილს თავდაპირველად წითელ შუქნიშანზე გავლის გამო დაედევნა, თუმცა, მძღოლი გაჩერების შესახებ ბრძანებას არ დაემორჩილა და სიჩქარეს კიდევ უფრო მოუმატა.

გამოძიების ცნობით, დევნის ოპერაციის დროს, რომელიც 20 წუთზე მეტხანს გრძელდებოდა, ეჭვმიტანილმა საათში 150 კილომეტრის სიჩქარე განავითარა. საბოლოოდ მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და მაგისტრალზე რამდენიმე ავტომობილს შეეჯახა.

ავარიის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, თავად ეჭვმიტანილი კი პოლიციამ დააკავა. 

დღის ამბები