23 აპრილი 2024,   14:24
ვრცლად
მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ ვენესუელაში დღეს საყოველთაო აქციები გაიმართება

ნიკოლას მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ ვენესუელაში დღეს საყოველთაო აქციები გაიმართება.

მხარდამჭერებს კვლავ ქუჩაში გამოსვლისკენ ქვეყნის დროებითმა მმართველმა, ხუან გუაიდომ, მოუწოდა.

დემონსტრაციების მიზანი ნიკოლას მადუროზე ზეწოლის გაძლიერებაა, რათა მან პოსტი დატოვოს და ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გამოაცხადოს.

ამ საკითხზე ევროპის ქვეყნების მიერ მადუროსთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა ხვალ იწურება.

თავად ნიკოლას მადურო დღეს მისი წინამორბედის - უგო ჩავესის, ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასწრებას გეგმავს. 

დღის ამბები