19 აპრილი 2024,   23:10
ვრცლად
გიორგი მამალაძე საქართველოს წინააღმდეგ - სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შევიდა

გიორგი მამალაძე საქართველოს წინააღმდეგ - სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოდან უპრეცედენტო სარჩელი უკვე შევიდა. ევროპის სასამართლო პირველად განიხილავს ქართველი სასულიერო პირის საქმეს.

დეკანოზ მამალაძის ადვოკატებმა საქართველოში ყველა ინსტანციაში დავა ამოწურეს. ე.წ. ციანიდის საქმეზე გიორგი მამალაძეს 9 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. სტრასბურგის გადაწყვეტილებას სასულიერო პირი ე.წ. მატროსოვის ციხეში დაელოდება.

„ჩვენ გვაქვს იმედი, უპირველესად დეკანოზი გამოხატავს რწმენას, რომლისთვისაც სტრასბურგის სასამართლო არის ბოლო იმედი სიმართლის დადგენის, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გაიზიარებს ჩვენს ხედვას, რომ ამ საქმეში ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების დარღვევას,“ - განაცხადა ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა.

 

დღის ამბები