20 აპრილი 2024,   11:16
ვრცლად
"პარლმენტში იქნება უზრუნველყოფილი თითოეული კანდიდატურის განხილვა" - არჩილ თალაკვაძე

"პარლმენტში იქნება უზრუნველყოფილი თითოეული კანდიდატურის განხილვა საკმარისად დროში,“ - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, უზენაესი სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების საკითხთან დაკავშირებით გააკეთა.

საპარლმენტო უმრავლესობის სხდომა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ეწრებოდა, დასრულდა. შეხვედრა შვიდი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

„ჩვენ დღეს ვიმსჯელეთ პროცესის ძირითად ლოგიკაზე. ეს არის პროცესი, როდესაც ყველას ექნება შესაძლებლობა, ვინც ძირითად საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებს, რომ მონაწილეობა მიიღოს და გამოთქვას სურვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე. შემდგომში თუ როგორ მოხდება ამ კრიტერიუმებთან მიმართებაში შეტანილი განაცხადების დამუშავება, როგორ მოხდება სიის ფორმირება და სიის წარდგენა პარლამენტში. პარლმენტში იქნება უზრუნველყოფილი თითოეული კანდიდატურის განხილვა საკმარისად დროში,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს და კრიტერიუმების დადგენაში მონაწილეობას მოსამართლეებიც მიიღებენ. 

 

დღის ამბები