18 აპრილი 2024,   06:04
ვრცლად
იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ანრი ოხანაშვილი უხელმძღვანელებს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ანრი ოხანაშვილი უხელმძღვანელებს.

ამის შესახებ ცნობილი საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა. თუმცა, მისი კანდიდატურა საბოლოოდ პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა კენჭისყრით უნდა აირჩიონ.

ქართული ოცნების წევრი, ეკა ბესელია, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.

ამის შესახებ დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

ბესელია განმარტავს, რომ მისთვის მიუღებელია კომიტეტის თავმჯდომარედ ოხანაშვილის კანდიდატურა და ის მხარს უჭერს ლევან გოგიჩაიშვილს.

„რაც შეეხება მეოთხე საკითხს, ეს იყო კომისიის თავმჯდომარის საკითხი. ამ საკითხზეც არ ვეთანხმები იმ პოზიციას, რაც დღეს უმრავლესობის შიგნით შეჯერდა. თუმცა, საბოლოოდ გადაწყვეტილება სესიაზე უნდა იყოს მიღებული. ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურა ჩემთვის არის სწორედ იმ ღირებულებების და ფასეულობების დაცვა, რომელსაც ჩვენ ვიცავთ სწორედ ამ პროცესში. ამიტომ ჩემთვის არა მხოლოდ სახელს და გვარს, არამედ სწორედ ამ სტანდარტების დაცვას და ამ გზით სვლას აქვს ძალიან დიდი და პრინციპული მნიშვნელობა. ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას მე სწორედ ამიტომ არ ვუჭერ და არ დავუჭერ მხარს, პირდაპირ ვამბობ და ეს არ არის პერსონალური ამბავი, ეს არის საკითხი, რომელიც ეხება განსაკუთრებით სასამართლოსთან დაკავშირებულ ხედვას და აქ იმ პრინციპების დაცვას, რასაც ჩვენ ვიცავთ,“ - განაცხადა ბესელიამ. 

დღის ამბები