24 აპრილი 2024,   21:31
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ მატანში - დაშავებული 16 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.  

16 წლის მოზარდს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტს თავის ტვინის მძიმე დაზიანება აქვს.

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ მატანში 31 იანვარს ღამე მოხდა. შემთხვევის დროს, 16 წლის მოზარის გარდა, კიდევ ორი ადამიანი დაშავდა, ერთ-ერთი მათგანი თბილისშია გადმოყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები