25 აპრილი 2024,   14:05
ვრცლად
„ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის“ - საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სამთო მომზადების ზამთრის კურსი მიმდინარეობს 

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში „ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში, შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი მიმდინარეობს.

სამთო კურსის მეორე ეტაპზე სკოლის ინსტრუქტორები გუდაურში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროებს სამთო უნარ-ჩვევების დახვეწაში ეხმარებიან, რომელიც მათ საბაზისო სამთო კურსის ფარგლებში შეასწავლეს. კურსში 14 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.

ქართველ ჯარისკაცებთან ერთად, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან მოვლენილი სამხედროები თოვლიან რელიეფზე დაბრკოლებათა ზოლის გადალახვას სწავლობენ.

შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი 8 თებერვალს დასრულდება. 

დღის ამბები