18 აპრილი 2024,   16:09
ვრცლად
1590 კვადრატული მეტრი მიწა ვაკეში ცათამბრჯენის ასაშენებლად-კალაძე უარყოფს, რომ კომპანია ფარცხალაძეს ეკუთვნის

"შაბათის კურიერში" გასულ რეპორტაჟს, რომელიც ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული კომპანიისთვის ვაკის შუაგულში მიწის ფართის გადაცემას ეხება, დედაქალაქის მერი ეხმაურება. კახა კალაძე აცხადებს, რომ კომპანია, რომელსაც 1590 კვადრატული მეტრი ფართი გადაეცა ფარცხალაძეს, არ ეკუთვნის.

„კომპანია, რომელიც ფლობდა ამ კონკრეტულ  მიწის ნაკვეთს ფარცხალაძეს არანაირი კავშირი არ აქვს. ჩვენი მიდგომა არის ძალიან მარტივი, ჩვენთვის არანაირი  მნიშვნელობა არ აქვს ის პეტრე იქნება, პავლე იქნება. ჩემთვის მთავარია ქალაქის სწორი განვითარება. მთავარია ქალაქის მწვანე  სივრცეების შენარჩუნება. ვაკის პარკზე ახლა როგორ მოვქცეულიყავი, გიგი უგულავას  მეგობარი რომ ყოფილიყო არ უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება? ეს არასწორი დამოკიდებულებაა. არ შეიძლება ეს მიდგომები. მე არ ვიცი არც კერვალიშვილი და არც სხვა ადამიანები ვიცი ვინ არის ამ კომპანიაში. თუმცა, მე როდესაც მოვითხოვე ამონაწერების ამოღება, ფარცხალაძეს საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს ამ კომპანიასთან. თუ ადრე იყო მისი საკუთრება ეს ახლა არ ვიცი, გამიჭირდება ამაზე პასუხი გაგცეთ,“-განაცხადა კახა კალაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები