23 აპრილი 2024,   16:41
ვრცლად
7 გარდაცვლილი და ათობით დაშავებული - ინდოეთში სამგაზვრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა და ამობრუნდა

სარკინიგზო ავარიას ინდოეთში მსხვერპლი მოჰყვა. ნიუ-დელიდან დასავლეთისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა, რის შემდეგაც შემადგენლობის 11 ვაგონი გადაბრუნდა. უბედური შემთხვევა ბიჰარის შტატში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით დაღუპულია 7 ადამიანი, ათობით დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. არ არის გამორიცხული დაზიანებულ ვაგონებში კიდევ ხალხი იყოს ჩარჩენილი. უცნობია ავარიის მიზეზი. პრემიერმა რკინიგზის დეპარტამენტს დეტალური გამოძიების ჩატარება და დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გადახდა დაავალა. 

დღის ამბები