20 აპრილი 2024,   14:45
ვრცლად
მასშტაბური სამაშველო ოპერაცია ავსტრალიაში - მუსონურ წვიმებს ძლიერი წყალდიდობა მოჰყვა

ავსტრალიაში მასშტაბური სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, სადაც მუსონურ წვიმებს ძლიერი წყალდიდობა მოჰყვა. ქუინსლენდის შტატში ნალექის რეკორდული რაოდენობა მოვიდა და მთელი რეგიონი დატბორა.

შტატის პრემიერმა დაზარალებული რეგიონი კატასტროფის ზონად გამოაცხადა და აღნიშნა, მსგავსი რამ ავსტრალიაში ას წელიწადში ერთხელ ხდება. ამ ფონზე, მეტეოროლოგები უახლოესი 3 დღის განმავლობაში ისევ გადაუღებელ წვიმებს ელოდებიან და ვითარების გაუარესებას პროგნოზირებენ.

მოსალოდნელია ძლიერი ქარი და ტორნადო. დატბორვა კიდევ 20 ათასზე მეტ სახლს ემუქრება. სტიქიის ზონაში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. 

 

დღის ამბები