20 აპრილი 2024,   00:16
ვრცლად
სისხლიანი დაპირისპირება აბაშის ე.წ. ბირჟაზე - დაჭრილია 2 პოლიციელი

დაპირისპირება აბაშის ე.წ. ბირჟაზე 2 პოლიციელის დაჭრით დასრულდა. ბრალდებული გოჩა ცხვედიანი, რომელსაც 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ძალადობაში სამართალდამცველებს ადანაშაულებს და ამბობს, რომ პოლიციელებმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ადვოკატის მტკიცებით ცხვედიანი სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა, თუმცა ე.წ. ბირჟაზე შეჩერდა და ჩაეძინა. რამედნიმე საათში კი მასთან ნასვამი სამართალდამცველები მივიდნენ სცემეს. გოჩა ცხვედიანის სხეულზე მძიმე დაზიანებებს ადვოკატის მტკიცებით ექსპერტიზაც ადასტურებს.

საქმის მასალების მიხდვით, დაპირისპირების დროს ცხვედიანმა პოლიციელები დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებულის ადვოკატი ამტკიცებს რომ ცხვედიანი თავს იცავდა, რადგან სამართალდამცველებმა მისი მიმართულებით ისროლეს.

დაჭრილ პოლიციელებს მომხდარის შემდეგ, სამართალდამცველებისთვის არ მიუმართავთ. ინციდენტი მხოლოდ მას შემდეგ გამჟღავნდა, რაც ერთ-ერთი თანამშრომელი ჭრილობების გამო საავადმყოფოში მოხვდა. დაპირისპირებაში მონაწილე პოლიციელები ამ დრომდე საკუთარ თანამდებობაზე რჩებიან.

ავტორი: ემა გოგოხია

დღის ამბები