16 აპრილი 2024,   08:35
ვრცლად
ისტორიული მოვლენა უკრაინაში - მიტროპოლიტ ეპიფანეს ინტრონიზაციას საქართველოდან არცერთი მღვდელმსახური არ ესწრებოდა   

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესი ოფიციალურად დასრულებულია. ბოლო და დასკვნითი ნაბიჯი ინტრონიზაცია იყო, რომელიც დღეს დილით კიევის წმინდა სოფიას სახელობის ტაძარში საზეიმო ვითარებაში გაიმართა. სამი თებერვალი აღსაყდრების თარიღად შემთხვევით არ აურჩევიათ. დღეს მიტროპოლიტ ეპიფანეს 40 წელი შეუსრულდა.

კიევისა და უკრაინის პირველი მიტროპოლიტის აღსაყდრებისთვის კიევში საგანგებოდ ჩავიდა მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია. მათ შორის იყვნენ ათონის მთის ბერები. თავად მსოფლიო პატრიარქი ბართლომე, რომელმაც 5 იანვარს მიტროპოლიტ ეპიფანის ავტოკეფალიის ტომოსი გადასცა, ინტრონიზაციას არ დასწრებია. მან საკუთარი სახელით კიევში მიტროპოლიტი ემანუილი მიავლინა და მისალოცი წერილი გადასცა. ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ უკრაინის დიასპორების იერარქები და ხელისუფლების წარმომადგენლები.

საზეიმო ლიტურგიას პირველივე წუთებიდან ესწრებოდა პეტრო პოროშენკო. უკრაინის პრეზიდენტი წმინდა სოფიას ტაძარში მეუღლესთან ერთად მივიდა. 

მიტროპოლიტმა ეპიფანემ პეტრო პოროშენკოს ღირსეული თანამშრომლობისთვის და დამოუკიდებელი ეკლესიის ჩამოყალიბებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

მიტროპოლიტ ეპიფანეს ინტრონიზაციას საქართველოდან არცერთი მღვდელმსახური არ ესწრებოდა. გადაწყვეტილება ავტოკეფალიის აღიარებაზე საქართველოს საპატრიარქოს ამ დრომდე არ მიუღია. ინტრონიზაციას მხოლოდ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა და უკრაინაში საქართველოს ელჩი ესწრებოდნენ. ქართველმა დიპლომატმა კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტს ინტრონიზაციის ცერემონიაზე მხოლოდ დაბადების დღე მიულოცა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები