23 აპრილი 2024,   11:08
ვრცლად
პრემიერ-მინისტრმა სვანეთში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები დააანონსა

პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ  სვანეთში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები დააანონსა. ბახტაძის განცხადებით, რეგიონში იგეგმება გზების და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, აშენდება რამდენიმე საბავშვო ბაღი, იწყება ახალი საბაგირო გზების მშენებლობა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას საოჯახო ბიზნესის განვითარების საშუალებას მისცემს. პრემიერმა დღეს, თეთნულდის და ჰაწვალის სამთო სათხილამურო კურორტები დაათვალიერა.

„მესტია, ფაქტიურად, გადაიქცა უკვე 4 სეზონიან კურორტად. ძალიან მასშტაბური პროექტები გვაქვს დაგეგმილი. 2019-20 წლებში 100 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება გზების მშენებლობაში. დღეს, მთავარია ჩვენ ინფრასტრუქტურა და გზები მოვაწესრიგოთ,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

დღის ამბები