24 აპრილი 2024,   23:24
ვრცლად
"ეს მოვლენა არის პუტინისთვის ლახვარი, რომლის ეფექტი ნელ-ნელა გამოჩნდება" - გიგი უგულავა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე საუბრობს

მიტროპოლიტი ეპიფანეს ინტრონიზაციას უკრაინაში საქართველოდან მხოლოდ რამდენიმე წარმომადგენელი დაესწრო. ადგილზე არ ჩასულა არც ქართული ეკლესიის და არც ქართული ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი.

ცერემონიას დაესწრო „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა. მისი შეფასებით უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება არის უდიდესი პოლიტიკური მოვლენა და ამას პუტინის რუსეთისთვის გრძელვადიანი უარყოფითი შედეგი ექნება.

„ეს მოვლენა, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია არის მეზობლებთან მიმართებაში პუტინის რუსეთის იმპერიალისტური მიდრეკილებებისთვის ყველაზე  დიდი ლახვარი  ჩარტყმული იმიტომ, რომ ამის გრძელვადიანი ეფექტი ნელ-ნელა გამოჩნდება. ამ ეკლესიის დაფუძნებით რეალურად მთლიანად მოწყდა პოლიტიკურადაც, მათ შორის რუსეთის ორბიტას იმიტომ, რომ სამწუხაროდ რუსეთის ეკლესია დღეს მთლიანად წარმოადგენს რუსეთის მთავრობას, პუტინის მთავრობას და მის ამ იმპერიალისტურ ზრახვებს მეზობელი სახელმწიფოების მხრიდან,“-განაცხადა გიგი უგულავამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები