20 აპრილი 2024,   11:29
ვრცლად
ზუგდიდის ყოფილი მერი, მისი მოადგილე და მათთან ერთად დაკავებული ორი პირი, წინასწარ პატიმრობაში დატოვეს 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის, ლაშა გოგიასა და ყოფილი ვიცე-მერის, გია გულორდავას საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. ლაშა გოგია და  გია გულორდავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გასული წლის ნოემბერში, ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა. 

მათთან ერთად ასევე გაიმართა დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული, ზუგდიდის მერიის ერთ-ერთი დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, თენგიზ ქობალიასა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული ხუტა ბაღათურიას პროცესები.

ოთხივე ბრალდებულის ადვოკატი, წინასწარი პატიმრობის სანაცვლოდ, გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გოგია და გულორდავა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით პირველ ნოემბერს დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ გავრცელებული აუდიოჩანაწერი, სადაც დაკავებულების მიერ ქრთამის აღებაზეა საუბარი, ავთენტურია.

ამავე თემაზე
დღის ამბები